LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია – გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც დაყადაღებული ფონდების, ასევე, პროტესტის ყველა მონაწილის მიმართ

105
--2024-04-09_17-31-54_268425

 „გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, ისევე როგორც ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, „რეჟიმს ეშინია“ ერთობის, პროტესტის და სოლიდარობის.

„მსგავსი ფონდები, მსგავსი აქტიურობა არის ის ფასეულობები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ეროვნული ბრძოლა თავისუფლებისთვის. ვერცერთმა რეჟიმმა, ვერც დაჭერით, ვერც ცემით, ვერც დაშინებით, ვერც ზარებით ვერაფრით დააშინა ჩვენი მოქალაქეები, ამან ავტომატურად გამოიწვია უდიდესი სოლიდარობის მოძრაობა. სოლიდარობის სივრცე გაჩნდა, სადაც მოქალაქეებს, ბიზნესმენებს, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, გვერდით დამდგომოდნენ ყველას, ვისაც რეჟიმი ებრძვის. ახლა ამ ფონდებს თანადგომა სჭირდებათ და მათ ეს თანადგომა ექნებათ. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმს მიუხედავად იმისა, როგორი ძალის დემონსტრირებას არ უნდა ახდენდეს, ეშინია ჩვენი ერთობის, ჩვენი პროტესტის და ჩვენი სოლიდარობის. ამიტომ, გარანტიას გაძლევთ, სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, ისევე როგორც ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g