LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მომენატრება აუცილებლად დავბრუნდები“ – გენო პეტრიაშვილი სპორტში დაბრუნებაზე

125
ნინო წილოსანი, ნანუკა ჟორჟოლიანი (1)

გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატების შესახებ, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ჩემპიონები“ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაზე მივდივართ ოქროს მედლისთვის. გულშემატკივრის ბედნიერ სახეს რომ ხედავ, ეს არის ყველაზე მაგარი – შენი ქვეყნის დროშა, ჰიმნი, საოცარი მომენტია, ბედნიერია ადამიანი ამას საკუთარ თავზე, რომ გამოცდის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას სპორტში დაბრუნებასთან დაკავშირებით, პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს და საკუთარ ძმასთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშსაც აგრძელებს.

„ვცდილობ, რომ კოტესთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მქონდეს სპარინგი, არა მარტო კოტესთან, ჩვენს გუნდში როცა დრო მაქვს და შესაძლებლობა, ბიჭებს ყოველთვის ვეხმარები, ფორმას ვინარჩუნებ. ვფიქრობ, ერთი წელი ტრავმების მოშუშებას დასჭირდება. თუ მომენატრება აუცილებლად დავბრუნდები…” – აღნიშნავს გენო პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g