LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი პაპიაშვილი: „გიორგი ჩიკვაიძეს ჰქონდა კრუნჩხვა, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით – მოვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას“

179
გიორგი ჩიკვაიძე

გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით, – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ.

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი: „უკვე მე-7 დღეა შიმშილობს! აქვს თავბრუსხვევა და უჭირს გადაადგილება“

„არის ძალზე შემართებით და ამ დიდ ბრძოლაში იგი უკან დახევას არ აპირებს! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“ – წერს ირაკლი პაპიაშვილი.

„მეგობრებო, გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით.

5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება.

ასევე, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

მოვითხოვთ, გიორგი ჩიკვაიძის, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანას”, – წერს ირაკლი პაპიაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

დაპატიმრების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და უთხრა, რომ მის დასასანქცირებლად ყველაფერს გააკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g