LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გოლი დედაჩემს ეკუთვნის, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა“ – გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

189
2025-03-21_00-30-13_425781

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა სომხეთთან მატჩის შემდეგ „პირველ არხთან“ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დღეს გატანილი გოლი დედას მიუძღვნა, რადგან ის იუბილარია.

„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.

ყოველთვის ძალიან წყნარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“,- განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ სომხეთს ანგარიშით 3:0 სძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g