LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს

146
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში სომხეთის ნაკრების საშინაო შეხვედრაზე უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს – ამის შესახებ პირველ არხთან სომეხმა კოლეგებმა ისაუბრეს.

მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი 2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს ესტუმრა, როდესაც სომხეთის ნაკრები შინ შოტლანდიასთან 1:4 დამარცხდა. მაშინ ერევანს 1000-მდე გულშემატკივარი ესტუმრა.

20 მარტის შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ცალკე ტრიბუნა იქნებოდა გამოყოფილი. მაგრამ „ჯვაროსნების“ მხარდამჭერები ყველა ტრიბუნაზე იყვნენ და მთლიანობაში 14 ათასიან სტადიონზე 3 ათასი ქართველი გულშემატკივარი მოხვდა.

ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g