LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სომხეთთან მატჩში გამარჯვება მიულოცა

351
1742749974-39dd2200-7f89-4077-8c68-a4b1eaf7cdf8

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.

მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g