LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს თვითმფრინავში ძალიან დაცხა და კარის გაღება სცადა

56

კოლუმბიელ მამაკაცს თვითმფრინავში ძალიან დაცხა და კარის გაღება სცადა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა ბოგოტადან მონტერიაში მიმავალ რეისზე მოხდა. ლაინერი სულ 30 წუთის აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა რომ ძალიან ცხელოდა და სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოითხოვა. როდესაც ბორტგამცილებლებმა მისი დამშვიდება სცადეს, მამაკაცი მათ კარის გაღებით დაემუქრა და კარის გაღება მართლაც სცადა. შექმნილი ვითარების გამო, პილოტს სხვა გზა არ ქონდა, ამიტომ უკან, გამოფრენის ადგილას დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ დაჯდომისთანავე დებოშირი კოლუმბიელმა პოლიციელებმა დააკავეს.

https://www.youtube.com/watch?v=zp4mKUFWfME

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები