LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: „ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა“

114
რადიო თავისუფლება

CNN-ის ინფორმაციით, ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.

როგორც CNN იტყობინება, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, როის ლამბერტმა დროებითი შემაკავებელი ორდერის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც მაუწყებელს გარკვეული დროის განმავლობაში ეთერში დარჩენაში დაეხმარება.

Reuters: „ფედერალური გრანტების შეწყვეტის შემდეგ, „რადიო თავისუფლება“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის“

„საჩივარი ამტკიცებს, რომ კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების გაცემის უარყოფა ფედერალურ კანონებს არღვევს, მათ შორის, აშშ-ს კონსტიტუციას.“

მოსამართლის განცხადებით, საინფორმაციო ორგანიზაცია „ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის გასატარებლად კონგრესმა განსაზღვრა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ერთი წინადადებით და მცირე ახსნა-განმარტებით მისი დახურვა არ შეუძლია, პრეზიდენტის ბრძანების მიუხედავადაც კი“.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა.

19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.

magti 5g