LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგი მოჰყვება უსაფრთხოების ბალიშის რამდენიმე წამით გვიან გახსნას (ვიდეო)

100

იურიდიულმა ფირმა „ტოდა ტრეისმა“ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები თუ რა შედეგი მოჰყვება უსაფრთხოების ბალიშის რამდენიმე წამით გვიან გახსნას. უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური გაუმართაობა შესაძლოა, სერიოზული ტრავმის ან სულაც ფატალური დასასრულის მიზეზიც კი გახდეს. ამ დროს დიდი მნიშვნელობა რამდენიმე მეასედ წამს ენიჭება და ე.წ. აირბაგის გამართულად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ამერიკულმა ორგანიზაცია NHTSA-მ დაადგინა, რომ ბევრი აირბაგი ორიგინალი არ არის, რის გამოც მთლიანად არ იხსნება და ავარიის შემთხვევაში დაზიანების რისკიც ბევრად მეტია. უსაფრთხოების ბალიშის დროული და სრულყოფილი მუშაობის მნიშვნელობა Honda-მაც დაამტკიცა და ექსპერიმენტი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები