ევროპული ავტომობილები ყველაზე სანდოთა სიაში არ არიან. ამერიკულმა ჟურნალმა Consumer Reports-მა უსაფრთხო ავტომობილების საერთაშორისო რეიტინგი შეადგინა და მის სათავეში იაპონური ბრენდი Lexus მოექცა. წინა წლის ლიდერი Toyota კი ამჯერად მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა. ლიდერთა სამეულს Mazda ასრულებს. იაპონურმა ავტომწარმოებელმა მთელი 9 პოზიციით წინ გადაიწია, რაც მომხმარებელთა დადებითი შეფასებების დამსახურებაა. მეოთხე ადგილს ასევე იაპონური მარკა – Subaru იკავებს და საუკეთესო ხუთეულის ბოლო პოზიციაზე სამხრეთ კორეული Kia გავიდა. ამ უკანასკნელმა თავისი წინა მაჩვენებელი ორი პუნქტით გააუარესა, რაც სხვადასხვა პრობლემებთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხებათ ევროპულ ავტომობილებს, მათ პირველი პოზიციების დაკავება ვერ შეძლეს და ზოგადად ყველაზე უსაფრთხოდ Audi დასახელდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი 500 ათასი ავტომფლობელის გამოკითხვის შემდეგ შედგა და მკვლევარები ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემებით ინტერესდებოდნენ.