ხარაგაულში საქასრიის ტყეში ხანძარია – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.
ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები. დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
უწყების ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.