LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელთან ახლოს ხანძარს ებრძვიან – მიუვალი მდებარეობის გამო სპეცტექნიკა ადგილამდე ვერ მიდის

193
BeFunky-collage

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი გაჩნდა.

“ფორტუნას” ინფორმაციით, ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული, რის გამოც სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რა ფართობზე.

ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები