თბილისის ზღვაში მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭი თბილისის ზღვაზე საცურაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც ის წყალში გაუჩინარდა.
შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
