LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო

368
BeFunky-collage

თბილისის ზღვაში 17 წლის რევან აფანდიევი დაიხრჩო. ახალგაზრდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაფანახჩის მკვიდრი იყო.

არსებული ინფორმაციით, რევან აფანდიევი თბილისის ზღვაზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა, დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის დეტალებს შესაბამისი უწყებები ადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები