არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
