LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ცქიტიშვილი: „თბილისის ზღვაზე არის ე.წ. სიკვდილის ზონები და ყველგან ჩასაფრებულია საფრთხე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის“

166
fot (3)

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა თბილისის ზღვაზე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, თბილისის ზღვაზე არის ე.წ. სიკვდილის ზონები, სადაც ბანაობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„სტატისტიკა ჩვენ გვიჩვენებს, რომ ათობით მოქალაქე იხრჩობა წლის განმავლობაში საქართველოს წყლის ობიექტებზე. კონკრეტულად კი თბილისის ზღვა ამ მხრივ გამორჩეული ადგილია.

ამიტომ ჩვენ დავიწყეთ კამპანია, რათა მოხდეს პრევენცია, მოხდეს დაცვა ადამიანების.

სიკვდილის ზონები – ეს არის ადგილები, სადაც განსაკუთრებულად საშიშია ბანაობა. რამდენიმე ადგილი კი ისეთია, რომ კუსტარული რეკრეაციული ზონებია მოწყობილი სწორედ ამ ადგილებზე.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია, თემქის მხარეს. აქედან დავიწყეთ კამპანია 5 წლის წინ.

ჩვენ შევძელით, რომ ამჟამად ამ ადგილზე სრულად არის დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება. არის გამაფრთხილებელი ბარიერებიც. დიდი ძალისხმევა დასჭირდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაპელირებდით, რომ ეს გაკეთებულიყო.

თბილისის მერიამ გააკეთა ამკრძალავი ბანერები, ფაქტობრივად, მთელ პერიმეტრზე. თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას მოქალაქეები.

თბილისის ზღვაზე, ე.წ კოშკის ადგილას, ვარკეთილის მხარეს, აქაც არის კუსტარულად რეკრეაციული ზონა, რაც ნიშნავს, რომ იქ მაშველები არ არიან.

ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც მოქალაქეების განსაკუთრებული სიმრავლეა ზაფხულის პერიოდში. შედიან, ბანაობენ და ზუსტად ეს ადგილია, სადაც რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება წლის განმავლობაში,“ – აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები