LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაზე ახალი უბანი გაშენდება

390
612664395a40232133447d33247d38313136363937

თბილისის ზღვაზე ახალი უბანი, კერძოდ თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს, ბოლო პერიოდში, თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით, 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი. ეს არის ხუთი მილიონი კვ.მ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის. საერთო ფართობი არის 2 500 000 კვ.მ., ხოლო 600 000 კვ.მ. ფართობზე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. აღნიშნული ტერიტორიების დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად. ამ პროექტის მთავარი კონცეფცია გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობას მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინასებით მოახდენს. ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, გზაგამყოფები, მწვანე ზონები, გარე განათება და სხვა“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები