LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე, „ვუია“ – მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის“

231
გიორგი გახარია, გურამ მაჭარაშვილი

„გახარია დადგა ჩვეული დილემის წინაშე, მოვა კომისიაზე „ვაია“, არ მოვა კომისიაზე – „ვუია“. მას არც თვალების პაჭუნი და არც სხეულის ენა უშველის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მისვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ გახარია კომისიაზე არ მივა, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„მას არ უშველის, არც თვალების პაჭუნი და არც – სხეულის ენა. რეალურად, იქ, საზოგადოება დაინახავს იმას, რასაც ჩვენ გახარიაზე ვამბობდით. რა თქმა უნდა, თუ არ მოვა, ერთი მხრივ, ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება. შესაბამისად, ამას არც ბრიფინგის ჩანიშვნა უშველის ახლა და არც მისი ძველი ტრიუკები, რომლებიც ძალიან მოძველდა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ოფისში 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g