LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს, გაკოჭეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი“ – მაკა ჩიჩუა

1096
2025-04-14_23-01-31_259671

იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი, – ამის შესახებ „ტვ პირველის” ეთერში მაკა ჩიჩუამ განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თქმით, ვერ დაინახა, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენები გულწრფელად მოინანია.

„ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც 20 ივნისს თვალები დაათხრევინა იმ ჯარს. უნდა გამოსულიყო 20 ივნისის შემდეგ და ეთქვა, დამაბეს, გამკოჭეს და მე ვერ შევძელი, რომ ამ საშინელებას წინ აღვდგომოდი და აღმკვეთა.

არა, დიდი სიხარულით მოხდა ის, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი. ამით წერტილს ვსვამ და არა მრავალ წერტილს. ბევრი კითხვის ნიშანია. მე არ მჯერა ადამიანების, რომლებიც წინა დღეს სახლში შემომივარდებიან, გაუთავებას დამიპირებენ და მერე მეტყვის, რომ არა, არა… ამასაც რომ არ იტყვის. მე ვერ დავინახე მისგან მონანიება“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

„მადლობა, რომ მობრძანდით, როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი“ – თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა

გახარია: „როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“

„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g