LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლი“ – საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

634
თიბისი ბიზნესი

„ნიკოლი“ საქართველოს ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა.

„ძალიან მცირე მასშტაბით დავიწყეთ, მხოლოდ ორი მკერავი გვყავდა. დღეს კი უკვე 45 დასაქმებული გვყავს კომპანიაში. მიუხედავად საწყისი მცირე რესურსისა, თავიდანვე გვქონდა მკვეთრად გამოხატული ნიშა – ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავისი დიზაინით, მნიშვნელოვნად გამორჩეული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტისგან. გვსურს, მუდმივად შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალიზმი და მაღალი ხარისხი”, – ამბობს ნიკა ნიკოლეიშვილი, „ნიკოლის“ დამფუძნებელი.

„ნიკოლის“ განვითარების მასშტაბი ასეთია: თავიდან იყო შესაბამისი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა. შემდეგ, ბრენდის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, 5 თვის შემდეგ კი – პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნა. დღეს „ნიკოლის“ ხუთი ფილიალია აქვს. ოთხი მათგანი თბილისშია წარმოდგენილი, ერთი კი – ბათუმში.

„ყოველთვის ვამბობ, რომ „ნიკოლის“ დაარსების პირველივე დღიდან ერთგულ მხარდამჭერად მოგვყვება თიბისი. ბანკი ისეთ რთულ პერიოდებშიც გვიწყობდა განვითარებაში ხელს, როგორიც კოვიდპანდემია იყო. მაშინ ყველას ახალ რეალობაზე გვიწევდა ადაპტირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თიბისის დახმარებით არა მხოლოდ გავუმკლავდით გამოწვევებს, არამედ გავიზარდეთ კიდეც”, – ამბობს „ნიკოლის” დამფუძნებელი.

უკვე რამდენიმე წელია, „ნიკოლი“ ექსპორტზეა ორიენტირებული. მიზანი შემდეგია – გაფართოება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, „ნიკოლის” ხშირად იხილავთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g