ჯგუფ Spice Girls-ის გაერთიანების შემდეგ, ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე და საკუთარი სამოდელო ბიზნესის წარმატება კიდევ ერთხელ აღნიშნა. კალიფორნიაში People’s Choice Awards-ის დაჯილდოებაზე დიზაინერს მოდის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცეს. Fashion Icon-ის ჯილდოს ასაღებად ვიქტორია სცენაზე თეთრი ფერის ანსამბლში ავიდა.
44 წლის დიზაინერმა არჩევანი საკუთარი ბრენდის თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა, რომელიც თეთრ ბლუზთან ჰქონდა შეხამებული. ეს ანსამბლი ვიქტორიამ გაზაფხულ-ზაფხულის 2019 წლის კოლექციიდან არის შერჩეული. სხვათაშორის ღონისძიებაზე ვიქტორია ბექჰემის კაბით მივიდა მსახიობი ემბერ ვალეტა.