LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოსდაცვითი ინიციატივები და ინოვაციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

109
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, კორპორაციული მდგრადობის კამპანიის ფარგლებში,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და ამ პროექტების მიზნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა.

იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა პლასტმასა, პოლიეთილენი და ალუმინის ქილა მოხვდეს ნაგავსაყრელებსა და თბილისის ქუჩებში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალებთან კომპანიის Sparklo-ს აპარატები დაიდგა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ამ აპარატებში პლასტმასის ბოთლები და ალუმინის ქილები მოათავსოს და სანაცვლოდ ქულები მიიღოს, რომელსაც Sparklo-ს აპლიკაციის საშუალებით დახარჯავს. ეს კომპანია 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და მისი მიზანი სწორედ მწვანე მომავლის ხელშეწყობაა. Sparklo-ს აპლიკაცია საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება, რაც მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი პირდაპირ და დადებითად აისახება გარემოზე.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თანამშრომლობს ქართულ სტარტაპთან „ტენე“, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო კომპანიის Sparklo-ს პარტნიორია. აეროპორტში განთავსებულ ყუთებში შეგროვებულ პლასტმასასა და პოლიეთილენს „ტენე“ გადაამუშავებს და უმაღლესი ხარისხის USB კაბელებად გარდაქმნის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრანგული ADP ჯგუფის წევრია და ინოვაციებისა და მდგრადობის მიმართულებით სწორედ ამ ჯგუფის მიერ გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს. „ტავ ჯორჯია“ ინოვაციებისა და მდგრადობის ხელშემწყობ პროექტებს 2025 წელსაც გეგმავს. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც „ტავ ჯორჯიას“ გუნდი უკვე მუშაობს საინფორმაციო რობოტების სერვისის დანერგვაა. ეს მომსახურება ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g