LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინუცა ორჯონიკიძე: „..ბევრი ვერ ხვდება, ამბობენ – ვის არ დაღუპვია მამა? მაგრამ საკუთარ თავს სულ ვეუბნები.. ადამიანები შეიძლება მოკვდნენ ისე, რომ ვერ იგრძნონ ნამდვილი სიყვარული.. მე ზუსტად ვიცი რა არის ეს გრძნობა.. ახლაც ვგრძნობ მის თანადგომას“

476
სალომე ზურაბიშვილი, თინა ბოკუჩავა (4)

ბლოგერმა ნინუცა ორჯონიკიძემ სალომე კასრაძის პოდკასტში მამა-შვილის განსაკუთრებულ სიყვარულზე ისაუბრა და მასთან დაკავშირებული ემოციური მომენტები გაიხსენა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამა ფიზიკურად აღარ არის ცოცხალი, ის კვლავაც გრძნობს მის თანადგომასა და სიყვარულს.

„ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო მამაჩემი… ვერ ვიტყვი, რომ იყო — ის სულ არის.
ბევრი ვერ ხვდება, ამბობენ: „კარგი, ვის არ დაღუპვია?“, მაგრამ იცი, რით ვაწყნარებ თავს?
ადამიანები შეიძლება მოკვდნენ ისე, რომ ვერ იგრძნონ ნამდვილი სიყვარული. მე კი ზუსტად ვიცი, რა არის ეს გრძნობა,“ – აღნიშნა ორჯონიკიძემ.

„ახლაც ვგრძნობ მის გვერდით დგომას… როცა სიყვარული ნამდვილია, ყველგან გიპოვის. მამა სულ მეუბნებოდა: „კი ხარ გოგო, მაგრამ ანდროზე (ძმა) ნაკლები არ უნდა იყოო.. მან მასწავლა, როგორ არ დავჩაგრულიყავი“, – ამბობს ბლოგერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g