„გვანცას პოდკასტს“ ნინუცა ორჯონიკიძე სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, რეალურად რა ხდებოდა მასა და გვანცა დარასელიას შორის და რატომ გავრცელდა ჭორები, რომ „რუსთავი 2“-დან მისი წასვლა სწორედ ნინუცას უკავშირდებოდა:
„ვიღაც არსაიდან რომ მოდის იქ, სადაც წლების განმავლობაში ტრიალებდა ხალხი, სისულელეა, რომ მარტივად მიგიღებენ. ტელევიზიაში გვიან მივედი. არ მწყენია და ასე მოვექცევი სხვასაც. მაგიდასთან ადგილი უნდა დაიმსახურო…
ფოტოების ქვეშ ხალხი სულ გვწერდა, გვანცა, დაბრუნდი, სად ხარ? ეს პერიოდი, როცა შენ არ იყავი, „რუსთავი 2-ის ვებსაიტზე სულ წერდნენ. რაღაც პერიოდი მეც მაბრალებდნენ, რომ კონფლიქტი გვქონდა, არადა, არ ვიცნობდით ერთმანეთს… უნდოდი ყოველთვის ხალხს, რომ ეკრანზე დაბრუნებულიყავი…“
გვანცა დარასელია აღნიშნავს, რომ ეს უხერხული მომენტი იყო:
„ვიღაც არასწორი ადამიანები გვაპირისპირებდნენ ერთმანეთს რატომღაც, მიზეზი არ ვიცი… ეს უხერხული მომენტი იყო ჩემთვის, თან, არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენ შორის არასდროს არაფერი ყოფილა, რამე არ შეგეშალოთ. ეცადნენ, რომ აეგორებინათ და არ გამოვიდა…“
