გვანცა დარასელია საკუთარ პოდკასტში საუბრობს სპორტისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსებაზე და მოჰყავს საკუთარი შვილის მაგალითი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის მხრივ ცუდი შედეგები ჰქონდა თუმცა, მას შემდეგ, რაც მშობელი მისი მთავარი მხარდამჭერი გახდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
„იყო ასეთი პერიოდი, როცა მე ჩემს შვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა იმის გამო, რომ ჩემს ფსიქიკაში სპორტი და სწავლა მქონდა დაპირისპირებული.
ეს რომ გავიაზრე და მივხვდი, რომ რაღაც ხდება… ჩემი შვილი აღარ მელაპარაკება, ჩაიკეტა, ნიშნები გაუფუჭდა სკოლაში და ა. შ. მერე მივხვდი, რომ მე თუ მის ამ ძალიან დიდ ვნებას და მოწოდებას არ ვაღიარებ, არ აღვიქვამ სპორტს, როგორც მის არჩევანს, არაფერი არ გამოვა.
ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ ეს მიდგომა შემეცვალა, რომ არ ყოფილიყო დაპირისპირება „ახლა შენ თუ არ ისწავლი, მაშინ თამაშიც არ გამოვა და ნუ დადიხარ ამ ფეხბურთზე, რადგან ბევრ დროს გართმევს“ – მთლად ასე არა, მაგრამ ახლა ვურტირებ. ეს მიდგომა შინაგანად ძალიან ბევრ მშობელს აქვს.
მერე მოხდა ისე, რომ ჩავები მის საფეხბურთო ცხოვრებაში დავიწყე თამაშებზე, ვარჯიშებზე სიარული, გავხდი მისი გულშემატკივარი. დამშვიდდა, ნიშნებიც გამოუსწორდა და დაბალანსდა სპორტი და სწავლა ერთმანეთთან“, – აცხადებს გვანცა დარასელია.
