„პირველად ვნახე შეფუთვაზე ასეთი წარწერა „შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ბავშვთა ყურადღებიანობასა და აქტიურობაზე“ – ეს რა პროდუქტია?“, – ამ კითხვით გვანცა დარასელიამ თავისი პოდკასტის სტუმრებს სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტს ანდრია კალანდიას და სასურსათო ტექნოლოგს და ცხოველთა საკვების ნუტრიციოლოგს თორნიკე ცხვედაძეს მიმართა.
„ნორვეგიული ორაგული, რომელიც შეიცავს სინთეზურ საღებავს, ყვითელ პონსოს და ყვითელ მზის ჩასვლას, იგივე E110-ს. შეიძლება ამ წარწერით ჩვენ ვიფიქროთ, რომ ბიზნესოპერატორი არ მალავს არაფერს და ამ ინფორმაციას სრულყოფილად და გულღიად გვაწვდის, თუმცა აქ არის მეორე საკითხი, ამ კონკრეტული საღებავების გამოყენება ორაგულში არ შეიძლება და კანონმდებლობით აკრძალულია.
შეიძლება გამოვიყენოთ ორაგულის იმიტაციებში ანუ შემცვლელებში, მაგალითად: ქაშაყის ფილეში, კიბორჩხალის [კრაბის] ჩხირებში, რომელიც კიბორჩხალა არ არის.
იაფფასიან შემცვლელებში დიდი ალბათობით ეს არის მონარჩენი, ე.წ. „ადხოდი“, რომელსაც არ ჰქონდა კარგი ფერი, ჰქონდა მონაცრისფრო შეფერილობა და იმისთვის, რომ უკეთესად და უფრო ძვირად გაეყიდათ, საღებავით შეღებეს, რომლის გამოყენებაც აქ აკრძალულია“, – აცხადებს ანდრია კალანდია.
