„გვანცას პოდკასტის“ სტუმრები არიან – ნინუცა ორჯონიკიძე და ანა კოშაძე, სადაც ისაუბრეს, თუ რა სირთულეებს აწყდებიან „ტელევიზიიდან [სხვა სფეროში] გადმობარგებულები“.
კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა განცდა, რომ კოლექტივი თავიდან არ იღებდა, ნინუცა ასე პასუხობს:
„ტელევიზიაში მივედი გვიან. 31 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ეთერი მქონდა. იქ ადამიანები მივიდნენ 15 წლის ასაკში, 17 წლის ასაკში, როგორც შენ, ან მარკეტინგის სფეროდან, როგორც ანა. ამ წრეში ტრიალებდნენ.
მე არსად არ ვტრიალებდი და საერთოდ არც არავინ არ ვიყავი… ვიღაც არსაიდან რომ მოდის იქ, სადაც ხალხი მივიდა თავისი შრომით წლების განმავლობაში, ძალიან დიდი სისულელეა, რომ მიგიღებენ მარტივად. ხომ უნდა დაამტკიცო, რომ შენც იმსახურებ და გაქვს რაღაც ის ნიჭი და შრომა… მე არ მწყენია, მესმის და მეც ეგრე მოვექცევი სხვას“, – აცხადებს ნინუცა ორჯონიკიძე.
