გვანცა დარასელიამ საკუთარ პოტკასტში მეუღლის ოჯახი გაგვაცნო. დედამთილზე საუბრისას გვანცა ამბობს, რომ მას სახელით ვერ მიმართავს.
„ვერ ვეძახი სახელს. სულ მეუბნება, სახელით მომმართეო, მაგრამ ვერ მივეჩვიე. ბავშვების გავლენით, ბებიათი მივმართავ. ვერც დედას ვეძახი, რადგან დედა ერთია.“ – ამბობს გვანცა.
დედამთილი კი აღნიშნავს, რომ მოსწონს, როცა რძალი სახელით მიმართავს.
„ვერ მივეჩვიე, მიუხედავად იმისა, რომ მალე 16 წელი გახდება, რაც მისი რძალი ვარ“, – ამბობს გვანცა.
