რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ 2030 წლისთვის არ არის ცხადი, იარსებებს თუ არა თავად ევროკავშირი.
„მთავარია, 2030 წელს საერთოდ თუ იქნება რაიმე, სადაც გაწევრიანება იქნება შესაძლებელი,“ – განაცხადა ზახაროვამ.
მან ასევე ახსენა დიდი ბრიტანეთის მაგალითი და აღნიშნა, რომ ლონდონი „რაიმე კარგიდან არ გამოსულა“.