LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1832
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:19-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მით უფრო, რომ ერთი-ორად მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარდგენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. კარგი დღეა თირკმელების და კანის სამკურნალოდ, მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. მიირთვით ხილის წვენი და ასკილის ნაყენი, თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის, რძის ნაწარმის და ცხიმიანი საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წინაღობების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები