წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.