LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემა ბავშვების აღზრდის ფორმა არაა: 6 ნაბიჯი იმისთვის, რომ ბავშვებზე ძალადობა დასრულდეს

510
Untitled-design-6

ბავშვები ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებიან ყველგან, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ – სკოლებში, ზრუნვისა და აღზრდის დაწესებულებებში და სახლებში. ამაზე საქართველოში მაშინ ვამახვილებთ ყურადღებას, როცა ფატალური შემთხვევა მოხდება ხოლმე. მანამდე თუ ბავშვზე ძალადობას ვხედავთ, ძირითადად ნორმალურად მივიჩნევთ. 

სახელმწიფოც ასეა – რეალურად არ არსებობს ადგილი, სადაც შესაძლოა ბავშვმა მასზე ძალადობის შესახებ განაცხადოს. ამ ფუნქციას პატრული და სოციალური სამსახური ითავსებს.

 

 

ახლა პრობლემა კიდევ ერთმა ტრაგედიამ გააქტიურა – 11 წლის ბავშვმა, რომელმაც სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე ის მამამ მიიყვანა. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამა ბავშვზე ძალადობდა და ეს ყველამ იცოდა.

ბავშვის ბებია ამბობს, რომ მან ბიჭის მამას პოლიციაში უჩივლა კიდეც. თავად ბავშვს ძალადობაზე კომუნიკაცია ჰქონია დეიდასთან. თუმცა, ყველაფერი – ჩივილიც და საუბარიც უშედეგო აღმოჩნდა.

 

ეს შემთხვევა პირველი არ არის. მხოლოდ 2020 წელს ბავშვთა სუიციდის მცდელობის 33, ხოლო სუიციდის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა."

ბავშვზე ძალადობისა და თვითმკვლელობის ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმე ლუკა სირაძეს უკავშირდება.

კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციის ზეწოლის შედეგად, 15 წლის ლუკა სირაძე 12 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. არასრულწლოვანი მოზარდი ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა, თუმცა 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ბავშვზე ძალადობის დასრულებას მნიშვნელობა აქვს როგორც ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურითაც. ბავშვებს, რომლებზეც ძალადობენ, აქვთ გრძელვადიანი გავლენა იმ საზოგადოებაზე, სადაც ცხოვრობენ.

ამ ცხოვრების დედაც – სოლიდარობის აქცია წარწერებით 15 წლის მოზარდისთვის, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა (ფოტოები)

ეს ის მდგომარეობაა, როცა სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი და თვითმკვლელობების და მკვლელობების ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს

გთავაზობთ unicef-ის მიერ შემუშავებულ ექვს ძირითადი ნაბიჯს, რომელთა მიღწევის შემდეგად ქვეყნები ბავშვთა მიმართ ძალადობას აღმოფხვრიან.

  1. ეროვნული, ბავშვზე ორიენტირებული, ინტეგრირებული, მულტიდისციპლინარული და გრძელვადიანი სტრატეგია ბავშვებზე ძალადობის მოსაგვარებლად.

ეს გულისხმობს – საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ხელისუფლების ყველა დონეზე. პროფესიონალების გადამზადებასა და ტრეინინგებს, ასევე, შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას.

  1. ბავშვთა მიმართ ძალადობის მკაფიო აკრძალვა და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები

ბავშვთა მიმართ ძალადობის აკრძალვამ უნდა დაიპყროს ყველა არხი, მათ შორის უნდა გამოიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. უნდა შეიქმნას ბავშვთა დაცვის ძლიერი სისტემა და სერვისები – კონკრეტულად სამართალდამცველები და სოციალური სააგენტო მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ბავშვთა ინტერესებზე.

  1. ცნობიერების ამაღლება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვზე ძალადობა დისციპლინის ფორმა არ არის

ბავშვზე ძალადობას განსაკუთრებით ახალისებს ის ფაქტი, რომ ბევრი მიიჩნევს რომ დასჯის გარკვეული მეთოდები(მათ შორის ცემა) ბავშვების აღზრდის ფორმაა. უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და პოზიტიური სოციალური ნორმების დამყარება. ამაში კი უნდა ჩაერთონ ცნობადი სახეები, მათ შორის რელიგიური ლიდერები.

  1. ფინანსური ხელშეწყობა 

ოჯახებს უნდა დაეხმარონ ისე, რომ მათ შეეძლოთ ადეკვატური ზრუნვა შვილებზე. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის მიტოვების თავიდან აცილებას და მათ არასათანადო პირობებში ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა განვითარებას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს.

ინვესტიციები დადებით აღზრდაში, სოციალურ დაცვაში, ბავშვთა ადრეულ ასაკში ზრუნვასა და განვითარებაში უნდა ჩაიდოს.

  1. ძლიერი მონაცემთა ბაზები

შეიქმნას / დამუშავდეს იმ ოჯახების სია, სადაც ძალადობის რისკებია. შემუშავდეს მონიტორინგის ხელსაწყოები და ინდიკატორები. გაკონტროლდეს ყველა იმ ბავშვის ოჯახი სადაც შესაძლოა ძალადობა ხდებოდეს.

  1.  საკითხის საერთაშორისო დონეზე გატანა

ეს გლობალური პრობლემაა და მთავრობები მაღალ დონეზე, ერთმანეთს უნდა უზიარებდნენ გამოცდილებას.

 

ბავშვებზე ძალადობის თავიდან აცილება და დასრულება მოითხოვს გლობალურ ძალისხმევას არნახული მასშტაბით – ძალისხმევას, რომელშიც უნდა ჩაერთონ პოლიტიკური ლიდერები, რიგითი მოქალაქეები, აგრეთვე ახალგაზრდები და თავად ბავშვები.

“ლუკას სიტყვებს ვიმეორებ – ამ ცხოვრების და სისტემის დედაც” – დაკავებული ბესიკ თამლიანის დედის ემოციური განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები