LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ცხოვრების დედაც – სოლიდარობის აქცია წარწერებით 15 წლის მოზარდისთვის, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა (ფოტოები)

2168
BeFunky-collage (28)

თბილისის ქუჩებში სოლიდარობის წარწერები გაჩნდა. სხვადასხვა ლოკაციაზე, 15 წლის მოზარდის მხარდამჭერები მსგავს წარწერებს ტოვებენ.

“ამ ცხოვრების დედაც”, “აბა დამიჭირე” -ესაა წარწერების აქციის ძირითადი სლოგანი.

შეგახსენებთ, რომ “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

“სოლიდარობა 15 წლის მოზარდს, რომელიც მსგავსი წარწერების გამო, პოლიციამ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა და ახლა სიკვდილს ებრძვის,”-წერს გვერდი ქვეყნის სამსახურში – For Freedom სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/TeamForFreedom/posts/446316249306904?__xts__[0]=68.ARCwXBZBKyheyCWkrZBFjoQoH1c9Ro4_Gj7CECkaoo_jsyLtOGZspE5cNI8E7HH5sFe0-CS9necJ4V2iD3yrryDlBI487-9fFCA6jAg5moMsqDI41ZxerEuJPZ_AG1pBjOH8eNZgWrj4ioAzLslmbZF4ka_3b0UIc4qQ1i9lS6h2JD0L7p7krHcvzneGPAthwL8sgoUUlHrlvvAxcKhgghswCtM29wdgtyeD_zVrJ39YjbLUNj2wLHQNr1mC_4g-hOv9ZM0qUdYUDTDcvlFpgysaAdmVDUC4rAOS1tCHm60DgSn0VznHt1GEKsc4GCg8cfb-m5IuBqdP9ZJDgtsgPUw&__xts__[1]=68.ARB2GzSwvn__HEK_iWUgBrhxi5KfI6C3f6r-_B-gcJlczX0w-gu9c0Al3Otgh7QQZMMUTL-IRbcxz_mvf8T0Rsk4n3lDlNFl1-0uefaOtji1WRWkcjzGSflvaOgsOSDg12fSqwjfYhl4nL749YAiGX-GZWRQ8T7c5gU3hpesLqIUAvZRzRT1FUSFQls6-bp5sNxKAleaGo1wC0WU6gE1Kbq9gu_ZCoZuOIvJ_v7yDIz4Khoqcn92E2yKYbfrBhcnV1JpbFBl0jqQbZ_uXUKHbgKivlPxG8A-uCJ4h8rh94YhvQmPHbTgtj8ndD1QMqdfvM-UIDbWwlJ-Ob1K50-wyyo&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g