LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულ 23 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

117
238708746

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ 23 წლის ირაკლი ტაკიძემ, 14 წლის მოზარდთან გასული წლის ივნისსა და დეკემბერში მოტყუებით სექსუალური კავშირი დაამყარა.

გადაწყვეტილებას დაკავებულის ახლობლები არ ეთანხმებიან.

“ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, როცა გამოძიება დაიწყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან. როცა ბავშვი გარდაიცვალა, მისი დაკავება მოხდა სახლში, არსად არ იმალებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მტკიცებულებებს ვერ გაანადგურებდა, ვერც ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და გავასაჩივრებთ.”- განაცხადა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები