რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.
„კაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ფოტო: ინფო რუსთავი