LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ეს მიწა უკრაინას ეკუთვნის“ – ზელენსკი ყირიმზე

137
ვოლოდიმირ ზელენსკი

მთელი ეს მიწა უკრაინას ეკუთვნის, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას ყირიმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მართალია, უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი ანექსირებული ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად, თუმცა ეს ტერიტორია უკრაინელ ხალხს ეკუთვნის.

„ჩვენი პოზიცია არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციას. ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაცემა ან არ გაცემა. ეს ჩემი საკუთრება არ არის. ეს უკრაინელი ხალხის საკუთრებაა…

და თუ ყირიმზე, ჩვენს უკრაინულ ნახევარკუნძულზე ვისაუბრებთ – ბევრი კითხვა ჩნდება. ადამიანები, რომლებიც ძალით გადაიყვანეს, ასევე, ძალით ჩასვეს რუსეთის ფედერაციაში ციხეში, განსაკუთრებით ჟურნალისტები, პოლიტპატიმრები, საზოგადო მოღვაწეები და მრავალი სხვა. შემდეგ კი, იარაღის მუქარით მიაცემინეს ხმა და ჩატარდა რაღაც „რეფერენდუმი“, ამას არავინ აღიარებს.

ანუ ეს არის ჩვენი ყირიმის ნახევარკუნძულის იძულებითი ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამიტომ, ჩვენთვის ეს არის დროებით ოკუპირებული ტერიტორია და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g