LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. მოზარდს სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება“ – შსს-მ ორი პირი დააკავა

720
დაკავება

სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს, რის შედეგადაც არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g