LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარტოფილი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი საქართველოში ღირს

203
კარტოფილი

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo კარტოფილის ფასის რეიტინგი განაახლა.

მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1 კგ კარტოფილი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 4.39 დოლარი მაკაოში (ჩინეთის ავტონომიური ერთეული), ყველაზე იაფი კი – 38 ცენტი პაკისტანშია.

რეიტინგში მოხვედრილ 126 ქვეყანას შორის საქართველო 82-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კგ კარტოფილი 61 ცენტი ღირს.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მეზობელ ქვეყნებს შორის კარტოფილი ყველაზე იაფი სწორედ საქართველოშია, რადგან ის აზერბაიჯანში 65 ცენტი, სომხეთსა და თურქეთში კი 77 ცენტი ღირს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები