თბილისში, სადგურის მოედანზე, „ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე, სადაც დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებულები.
ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული მოქალაქეები მედიასთან ჰყვებიან, რომ ხანძრის შედეგად ყველაფერი განადგურდა და ზარალი ძალიან დიდია.
„ზარალი დიდია, ზამთრის [მარაგი] დავკეცე, უნდა გამეტანა, ისიც ჩამეწვა, დაახლოებით 3 000-ის ღირებულების მქონდა, 7-8 000 ლარის ღირებულების ეს მქონდა. დიაბეტიანი ვარ, ყველანაირად ამაზე ვიყავი დამოკიდებული, ეს არის გამიზნული…
ხელშეკრულება გვქონდა, 5 წელი კიდევ ვვარაუდობდით, რომ აქ ვყოფილიყავით. ამას რამდენი ვინმე გადაჰყვება, ამაზე ვიყავით ოჯახები დამოკიდებულები“, – ამბობს მედიასთან დაზარალებული.
‼️ "ზარალი ძალიან დიდია, ყველა ოჯახი ამაზე ვიყავით დამოკიდებული" – ე.წ ბორჯომის ბაზრობა პრაქტიკულად აღარ არსებეობს, ტერიტორია სრულად გადამწვარია
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
„რა დარჩა? სახურავიც აღარ არის, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის დროს დაზარალებული ვარ და ახლაც… ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალ“, – ამბობს ხანძრისგან დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქე.
‼️ „ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალთ, ვინ რას გეტყვის, ადმინისტრატორიც კი არ მოსულა" – ხანძარი ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 30 აპრილი, 2025
ცნობისათვის, ბორჯომის ბაზრობის“ ტერიტორიაზე ხანძარი დღეს, 30 აპრილს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.