LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია, ვინ მოიპარა?“ – „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ხმაური და დაპირისპირება იყო

117
ხანძარი „ბორჯომის ბაზარში“

სადგურის მოედანზე არსებულ „ბორჯომის ბაზრობაზე“, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. მოვაჭრეებს ამის საშუალება მათ ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა, რასაც უკვე დაპირისპირება მოჰყვა. მოვაჭრეებმა ადგილზე განლაგებული რკინის კორიდორიც გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან გამოიყვანა.

ბაზრობაზე დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოპარულია.

„ყველა ყუთი თუ ცარიელია, სავსე ყუთები სად არის, სად წავიდა? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია. მე წავიღე? ვინ მოიპარა? აი, გუშინდელი გადაღებული სურათი და დღევანდელიც… მოპარულია, გესმის?!“- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

„საწყობები ცარიელია. ცარიელი ყუთები რომ ყრია, არ დაიწვა? სად არის ის ფეხსაცმელი, რომელიც შიგნით იყო?!“- აცხადებს მოვაჭრე.

„ჩემი საქონლის ფერფლი დამანახეთ, რატომ გაზიდეთ მანამდე, სანამ დაიწვებოდა?! რატომ არ მოდის მერია დასახმარებლად. მთელი ოთხი წლის ნამუშევარი რომ წყალში ჩაგვიგდეთ, დამწვრის ფერფლი მაჩვენეთ“, – აცხადებს კიდევ ერთი მოვაჭრე.

ვიდეო: „დიაბეტიანი ვარ, ყველანაირად ამაზე ვიყავი დამოკიდებული… ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალ“ – რას ჰყვებიან „ბორჯომის ბაზრის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები

ინფორმაციისთვის, 30 აპრილს, დილით, თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

„თოდუას კლინიკა“: „კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას თითოეულ პაციენტზე“

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ ხანძრის გამო კლინიკის ჟანგბადის ქარხანას პრობლემა შეექმნა, რის გამოც 93 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს

ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g