გუგა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ამონარიდს „რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტიდან „საქართველოს ხმა“, სადაც კასტინგში მონაწილეობა მიიღო მომღერალმა გიორგი ჭიალაშვილმა, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდანაა.
მან ლევან კბილაშვილის ვერსიით შეასრულა სიმღერა „ისევ მიდიხარ“ და ჟიურის წევრებისგან სამი „კი“ დაიმსახურა. ის შემდეგ ტურში გადავიდა.
„ასე მღერიან ჩემს ქალაქში. ნიჭის ზეიმი ხარ…“, წერს ვიდეოს ავტორი მომღერლის შესახებ.
კომენტარებში სხვადასხვა გვერდზე, სადაც ასევე არის გაზიარებული ვიდეო, ერთ-ერთი გამომწერი აღნიშნავს:
„ცხონებული კბილაშვილის შემდეგ, მეგონა, ამ სიმღერას იმავე ემოციით ვეღარ იმღერებდა ვინმე,მაგრამ შევმცდარვარ. ესეც ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა…“