LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედიკო მენატრება…“ – როგორ უვლის ანი გიუნტერი ობლად დარჩენილ დისშვილს და როგორ ეგუება დის დაკარგვას

2685
ანი გიუნტერი

„რუსთავი 2“-ის თოქშოუ „ამბავის“ სტუმარი გახდა ანი გიუნტერი, რომელმაც ახლახან ძალიან მძიმე ტრაგედია გადაიტანა – მისი და გარდაიცვალა. ანი თავად უვლის დისშვილს, რომელსაც დედა ძალიან ენატრება.

„ყოველთვის ახსენდება ყველა გასეირნებისას. ორივეს ერთად გვახსენდება. წესით, უნდა ვამშვიდებდე, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის გაღიმება… როგორ გაგრძელდა ცხოვრება, ვერ გეტყვით, უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ გრძელდება, ხანდახან თავისით, ხანდახან – ძალდატანებით. ადამიანი სწავლობ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას, არსად ქრება ეს ტკივილი. ჩემს დისშვილში ვხედავ ნატას სიცოცხლის გაგრძელებას. მეტყველების უნარს ვკარგავ, როცა ჩემს დაზე ვლაპარაკობ… ნატა მესიზმრება… დედაც დამესიზმრა, რომელიც მანუგეშებდა და რაღაცას მანიშნებდა. სულ ბრძოლაში ვიყავით, სულ კარგის მოლოდინში… კატინკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, დედასაც ეხმარებოდა და მამასაც, რომელიც ეტლით მოსარგებლეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები