„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ამბავს“ სტუმრობს მომღერალი ცოლ-ქმარი, გიორგი ჭიალაშვილი და ლალიტა ლომთაძე.
„პირველი ქორწილი, რომელიც დავგეგმეთ, ჩაიშალა კოვიდის გამო… კაბაც ნაყიდი მქონდა, ყველაფერი გამზადებული გვქონდა, ბევრს დაემართა ასე… შემდეგ გადავწყვიტეთ, როცა ბავშვი 7 თვის იყო,მ გაგვეკეთებინა ნათლობასთან ერთად ჯვრისწერა, მაგრამ იმ დღეს ისეთი ამბავი მოხდა, ჯვარი ვერ დავიწერეთ… თუმცა თეთრი კაბა მეცვა. მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად, ეკლესიაში მაშინაც ჩავიცვი თეთრი კაბა. ორჯერ ვიყავი დედოფლად წარმოდგენილი…“
