პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 3 პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„მისთვის ეს [ღალატი] ცნობილი შემთხვევის დღეს გახდა, როდესაც მან გარდაცვლილი მეგობრის და მეუღლის საუბარი მოისმინა“ – რას ამბობს გურჯაანში მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა საკუთარი ადგილსამყოფლის შესახებ 112-ს თავად შეატყობინა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მეუღლეს და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული მივიდა სოფელ ზეგაანში და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კიდევ ერთ დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
„ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ მოვკლავდი“ – ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის სხდომაზე ზვიად ზურაბაშვილმა მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ მეუღე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, რადგან ფიქრობს, რომ ამ გარდაცვლილმა ქალმა მის „მეგობრებთან ურთიერთობა დაიჭირა“
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 11′,109 -მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ პუნქტებით) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.