LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა მოშორებით ვიყავი თოფის ხმა რომ გავიგე, გარკვეული მანძილი გამოიქცა, როცა ვნახე, გონება დაკარგული ჰქონდა.. შვილო, ბექა-მეთქი ვეძახდი, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა“ – გურჯაანში მოკლული 34 წლის ბიჭის მამა 

2479
მკვლელობა გურჯაანში

ადგილობრივების ინფორმაციით, გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა გახდა.

როგორც ისინი მედიასთან ჰყვებიან, სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა 89 წლის მამაკაცმა მისი თანასოფლელი 34 წლის ბექა ჯანიაშვილი სანადირო თოფით, სწორედ ამ დავის გამო მოკლა.

გარდაცვლილის მამა „ფორმულასთან“ მომხდარის შესახებ საუბრობს და ფიქრობს, რომ დაკავებულ 89 წლის კაცს მისი შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული:

„წინ და წინ იყვნენ მობილიზებულები, იმიტომ, რომ ჩასაფრებით არის ნასროლი… მე ცოტა მოშორებით ვიყავი თოფის ხმა რომ გავიგე, ჩემი შვილი გარკვეული მანძილი გამოიქცა, მაგრამ როცა ვნახე, უკვე გონება დაკარგული ჰქონდა, არ სუნთქვდა. შვილო, ბექა-მეთქი ვეძახდი, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა..“ – უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მამამ.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობის ფაქტზე 89 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება კი სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები