LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელმა ექიმებმა პაციენტებისთვის მუზეუმების დანიშვნა დაიწყეს

106
Screenshot 2025-05-01 153332

ევროპის 22 კლინიკასა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ექიმებმა ექსპერიმენტის სახით პაციენტებისთვის მუზეუმების, სპორტული სექციების და სამხატვრო სტუდიების დანიშვნა დაიწყეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მიდგომა ძალიან დაეხმარებათ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მარტოობას, ქრონიკულ სტრესს ან ცხოვრებისეულ სირთულეებს უკავშირდება. სიახლის შესახებ Euro News წერს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ბევრი პაციენტი იზოლაციის გამო წლებია უკვე იტანჯება და ჩვეულებრივი მკურნალობა ასეთ დროს დიდად ეფექტური ვერ არის. ამიერიდან კი მათ გადაამისამართებენ სპეციალურ კურატორთან, რომელიც შესაფერისი აქტივობის შერჩევაში დაეხმარება.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ბრანდენბურგის კლინიკა, სადაც მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტი სტრესის მართვის კურსებზე გაგზავნეს. რამდენიმე თვის შემდეგ მამაკაცმა ნორმალური ცხოვრების დაბრუნება შეძლო.

პროექტს სათავეში ბერლინის კლინიკა ჩაუდგება და ექსპერიმენტი 5 წელი გასტანს. თუკი შედეგები კარგი იქნება, თანამედროვე მიდგომას ყველა ევროპულ ქვეყანაში დანერგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები