LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი“ – დმანისში, ორსული ქალი სასწრაფოს ბრიგადამ ავტომობილში ამშობიარა

170
Capture (2)

დმანისის რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახურის პირველმა ბრიგადამ ორსული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ბრიგადა დილას საგანგებო გამოძახებაზე გავიდა ლოზუნგით – მშობიარობა. ახალგაზრდა ქალი მესამე შვილზე იყო ორსულად.

ბრიგადის ექიმი, მარინა მენაბდეა, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში, მან ადგილზე სწრაფად შეაფასა ორსულის მდგომარეობა და ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, კლინიკაში გადაყვანის პროცესში სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად დაიწყო.

სასწრაფო დახმარების ავტომობილში, ბრიგადის მომზადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. ნამშობიარები დედა და ახალშობილი უსაფრთხოდ გადაიყვანეს კლინიკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექიმი მარინა მენაბდე იხსენებს, რომ მანქანას უკან ბავშვის ბებია და მამა მიჰყვებოდნენ.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის შემადგენლობა:

  • ექიმი მარინა მენაბდე
  • ექთანი ცირა ჯინჭარაშვილი
  • მძღოლი ხვიჩა მარტიაშვილი

#გვეამაყება“, – აღნიშნულია ფეისბუქში გავრცელებულ პოსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g