მომღერალი ეკა კახიანი სამ ქალიშვილთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობს.
სწორედ საფრანგეთში, დედას და დების გარემოცვაში აღნიშნა დაბადების დღე ეკა კახიანის უმცროსმა შვილმა, ქეთო თოფურიძემ, რომელიც 1 მაისს 26 წლის გახდა.
ვიდეო: „ქეთო გილოცავთ დაბადების დღეს!“ – ეკა კახიანი შვილს იუბილეს ულოცავს
იუბილარმა პარიზული დაბადების დღის წვეულებიდან საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გაუზიარა.
ამჯერად ქეთო თოფურიძე მოგზაურობიდან მორიგ კადრებს ავრცელებს – ის კანის არქიტექტურის ფონზე, ხალხმრავალ ქუჩაზე, თეთრ კაბაში გამოწყობილი პოზირებს.
Chapter 26. Grateful. Glowing. Growing 📸 @ninibadurashvili
Posted by Keto Topuridze on პარასკევი, 02 მაისი, 2025