სულ რამდენიმე დღეა, რაც „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში ახალი პროდუქტი – „კორესის“ (KORRES) ინოვაციური გამაახალგაზრდავებელი ხაზი Black Pine Primus გამოჩნდა, რომელსაც განსაკუთრებულობას შავი ფიჭვის ხის ექსტრაქტი სძენს.
ანნა ჩეხუტსკაია, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი:
– „კორესი“ ბერძნული გლობალური პრემიუმ ბრენდია, რომელსაც წარმატების 30 წლიანი ისტორია გააჩნია. ბრენდი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც და ძალიან ვამაყობთ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ის „იმპექსის“ ექსკლუზიური პარტნიორია.
„კორესმა“ სულ რამდენიმე დღეა, რაც სიახლე წარმოგვიდგინა – ეს არის ინოვაციური გამაახალგაზრდავებელი ხაზი Black Pine Primus, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია „იმპექსის“ აფთიაქებში.
აღნიშნული ხაზის მთავარი მესიჯია „ნაოჭები?“ – „მე არა“! და განასახიერებს თანამედროვე, ენერგიულ ქალს, რომელიც აბალანსებს დატვირთული ცხოვრების წესს და არასოდეს მიდის კომპრომისზე ახალგაზრდული და მკვრივი სახის კანის შენარჩუნების თვალსაზრისით.
Black Pine Primus-ის მთავარი ინგრედიენტი გახლავთ შავი ფიჭვის ხის ექსტრაქტი. „კორესის“ გუნდი 15 წლის განმავლობაში იკვლევდა შავი ფიჭვის ხეს და სწორედ მისი საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ შეიმუშავა ინოვაციური, ანტიასაკობრივი ფორმულები, რომლებიც საფუძვლად დაედო ახალ გამაახალგაზრდავებელ ხაზს.
იქიდან გამომდინარე, რომ შავი ფიჭვის კვირტი არის ძალიან სათუთი და ამის გამო რთულად მოსაპოვებელი (მოპოვება ხდება გაზაფხულზე, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში), „კორესმა“, მსოფლიოში პირველად, მოპოვების პროცესში გამოიყენა მწვანე ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიის დახმარებით მოპოვებულ პროდუქტს უნარჩუნდება ყველა სასარგებლო თვისება, ექსტრაქტის ნულოვანი დაკარგვით, ამასთან, მოპოვების პროცესში არ გამოიყენება ქიმიკატები და უვნებელია გარემოსთვის.
Black Pine Primus-ის ასორტიმენტი წარმოდგენილია სამი პროდუქტით, რომელთა კომბინაციური გამოყენებაც აგლუვებს კანს, ამცირებს ნაოჭების ხილვადობას, კანს ანიჭებს ნათელ ფერს და საფუძვლიანად კვებავს მას. ეს პროდუქტებია:
Black Pine Primus-ის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ 35-დან 45 წლამდე ქალბატონები, თუმცა იდეალური იქნება, თუკი ხაზის გამოყენებას დავიწყებთ პირველივე წვრილი ნაოჭის გაჩენიდან.
Black Pine Primus-ის პროდუქტების გამოყენების ეფექტი შეგვიძლია ორ ეტაპად დავყოთ: თავდაპირველად დადგება მყისიერი შედეგი, რაც გამოხატული იქნება საფუძვლიანი დატენიანების სახით, გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ კი დადგება ხილული შედეგი ნაოჭსაწინააღმდეგო რუტინაში.