LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო..გენიოსი მამის ღირსეული შვილი, ნათელში იყოს თქვენი სული“ – თამარ ივერი ვახტანგ მაჭავარიანს ემშვიდობება

204
თამარ ივერი

თამარ ივერი სოციალურ ქსელში ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

ივერი მწუხარებას გამოთქვამს მაესტროს გარდაცვალების გამო.

ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ. ჩემი პირველი, წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის „ოტელო“-ში პაატა ბურჭულაძის „ბრავო“-ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა. მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.

ძალიან დამაკლდები მაესტრო. ვერც ვიჯერებ რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო. მუდამ განსაკუთრებული სითბოთი მემახსოვრებით. გენიოსი მამის ღირსეული შვილი, ნათელში იყოს თქვენი სული,“ – წერს თამარ ივერი.

კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი, გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, ალექსი მაჭავარიანის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა.

„ღრმა სინანულით ვწერ, რომ წუხელ გარდაიცვალა მამაჩემი, ვახტანგ მაჭავარიანი“ – ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g